loader

უკანონოდ განთავსებული სათამაშო აპარატები ხაშურში, ბათუმსა და ქობულეთში - პასუხისგებაში 6 პირი მისცეს - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

უკანონოდ განთავსებული სათამაშო აპარატები ხაშურში, ბათუმსა და ქობულეთში - პასუხისგებაში 6 პირი მისცეს

სათამაშო აპარატების უკანონოდ განთავსებისა და ფუნქციონირების ფაქტზე ექვსი პირი პასუხისგებაში მისცეს. საქმეზე ჩატარებული გამოძიებით დადგენილია, რომ ქალაქ ხაშურში, ბათუმსა და ქობულეთში, სხვადასხვა პირს, ბაზრობებსა და ხალხმრავალ ადგილებში, შესაბამისი ნებართვის გარეშე ჰქონდა განთავსებული კუსტარულად დამზადებული სათამაშო აპარატები, რაც მოქალაქეებს შემთხვევითობის პრინციპით აძლევდა მიზერულ მოგებას, ხოლო მისი მფლობელები დიდი ოდენობით უკანონო შემოსავალს იღებდნენ. საქმეზე გამოძიება საქართველოს სსკ-ის 192-ე მუხლის პირველი ნაწილით მიმდინარეობს, რაც 3 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.