მიუსჯიან თუ არა დედა-შვილის მკვლელობაში ბრალდებულს უვადო პატიმრობას?
ფონიჭალაში დედა-შვილის მკვლელობაში ბრალდებულ გიორგი ხაბელაშვილს 16-დან 20 წლამდე ან უვადო პატიმრობა ემუქრება. ნაფიცმა მსაჯულებმა ბრალდებულს გამამტყუნებელი ვერდიქტი უკვე გამოუტანეს. მათ გადაწყვეტილება 10 ხმით 2-ის წინააღმდეგ მიიღეს. თავად განსასჯელი ბრალს არ აღიარებს. გუშინდელი სხდომა გვიანობამდე გაგრძელდა, მხარეებმა დამატებითი დროც გამოიყენეს. კონკრეტულად რომელ სასჯელს მოიხდის ხაბელაშვილი, დღეს გახდება ცნობილი. სხდომას საქალაქო სასამართლოში ნაფიცი მსაჯულები აღარ დაესწრებიან. დედა-შვილის სასტიკი მკვლელობა ფონიჭალაში 2016 წლის თებერვალში მოხდა.