ალეკო ელისაშვილის Facebook-ის Live დენდროლოგიური პარკიდან: რა დახვდა საკრებულოს დეპუტატს ადგილზე, სადაც ათასობით ნერგი დაირგო
საკრებულოს დამოუკიდებელი დეპუტატი ალეკო ელისაშვილი თბილისის ზღვასთან მდებარე დენდროლოგიურ პარკში იმყოფებოდა, სადაც თბილისის მერის მიერ ქალაქის გამწვანების პროგრამის ფარგლებში დარგული 365 ათასი ხე დაათვალიერა. ელისაშვილს საკუთარ "ფეისბუქგვერდზე" დენდროლოგიური პარკიდან პირდაპირი ჩართვა ჰქონდა, სადაც აჩვენა, რომ აღნიშნული ნერგები გამხმარია. როგორც საკრებულოს წევრი აცხადებს, ხეების დარგვაში, მოვლასა და გახარებაში 2 მილიონი ლარია დახარჯული, ხეები კი უპატრონოდ არის მიტოვებული.