კადრები წყალტუბოში მომხდარი ავარიის ადგილიდან, სადაც 2 ადამიანი დაიღუპა და 4 დაშავდა
დასავლეთ საქართველოში, წყალტუბოს რაიონის სოფელ ჩუნეში ავარიას ორი ადამიანი ემსხვერპლა, ოთხი კი დაშავებულია.
როგორც "ინტერპრესნიუსს" შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, ავტოსაგზაო შემთხვევისას ერთმანეთს ორი მსუბუქი ავტომანქანა შეეჯახა.
საქმე სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის მე-7 ნაწილით აღიძრა, რაც ითვალისწინებს ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას, რამაც ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია.
არაოფიციალური ინფორმაციით, მიზეზი გადაჭარბებული სიჩქარე გახდა.
ავტორი: თამარ ბოჭორიშვილი