loader

როგორ დაემშვიდობა საქართველო გივი ბერიკაშვილს - ცნობილი ადამიანები ლეგანდარული მსახიობის დაკრძალვაზე - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

როგორ დაემშვიდობა საქართველო გივი ბერიკაშვილს - ცნობილი ადამიანები ლეგანდარული მსახიობის დაკრძალვაზე

საქართველოს სახალხო არტისტი, მსახიობი გივი ბერიკაშვილი საბურთალოზე, ამაღლების ეკლესიის ეზოში დაკრძალეს. დაკრძალვას მსახიობის ოჯახის წევრებსა და ახლობლებთან ერთად კოლეგები, ყოფილი პრემიერი ბიძინა ივანიშვილი მეუღლესთან ერთად, კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრი მიხეილ გიორგაძე დაესწრნენ.
დაკრძალვამდე სასულიერო პირმა პანაშვიდი გადაიხადა.
გივი ბერიკაშვილი მარჯანიშვილის თეატრიდან გამოასვენეს, სადაც დღეს დილიდან სამოქალაქო პანაშვიდი მიმდინარეობდა.
მსახიობის ოჯახს სამძიმარი საქართველოს ხელისუფლების, პოლიტიკური წრეების წარმომადგენლებისა და საზოგადოებისთვის ცნობილი სახეების გარდა, ასეულობით რიგითმა მოქალაქემ გამოუცხადა.
გივი ბერიკაშვილი უკანასკნელ გზაზე ტაშით გააცილეს.
მსახიობი რამდენიმე დღის წინ, 83 წლის ასაკში გარდაიცვალა.

ავტორი: ეკა მელიქიძე
ოპერატორი: გიგა დანელია
მონტაჟის რეჟისორი: გიო კუსიანი