როგორი ამინდი იქნება აღდგომას - გარემოს ეროვნული სააგენტოს გრძელვადიანი პროგნოზი
საქართველოში 13-15 აპრილს ამინდი გაუარესდება. როგორც გარემოს ეროვნულ სააგენტოში აცხადებენ, 13 აპრილის დღის ბოლოდან 15 აპრილის დილამდე საქართველოში მოსალოდნელია წვიმა, ზოგან ძლიერი, დასავლეთის მიმართულების ქარი, მაღალმთიან რაიონებში ზვავსაშიშროება, ზღვაზე კი 4-5-ბალიანი შტორმი.
სააგენტოს ინფორმაციით, 13 აპრილს, დღის მეორე ნახევრიდან დასავლეთ საქართველოს ცალკეულ, ხოლო აღმოსავლეთ საქართველოს უმეტეს რაიონში იწვიმებს. ჰაერის ტემპერატურა დასავლეთ საქართველოს დაბლობში +21, +26, აღმოსავლეთ საქართველოს ბარში +13, +18 გრადუსი იქნება.
რაც შეეხება დედაქალაქს, 16 აპრილს დღისით და 17 აპრილს დილის საათებში მცირე წვიმაა მოსალოდნელი.