loader

უკომენტაროდ: რა ხდებოდა მარჯანიშვილის თეატრში გივი ბერიკაშვილის სამოქალაქო პანაშვიდის მიმდინარეობისას - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

უკომენტაროდ: რა ხდებოდა მარჯანიშვილის თეატრში გივი ბერიკაშვილის სამოქალაქო პანაშვიდის მიმდინარეობისას

მარჯანიშვილის თეატრში მსახიობ გივი ბერიკაშვილის სამოქალაქო პანაშვიდი გაიმართა. გარდაცვლილის ოჯახს კოლეგებმა, ახლობლებმა და რიგითმა მოქალაქეებმა მიუსამძიმრეს.

მსახიობი მარჯანიშვილის თეატრის სცენაზეა დასვენებული, მონიტორზე კი გივი ბერიკაშვილის მიერ შესრულებული როლების ამსახველ კადრებს უჩვენებენ. ამასთან, თეატრის ფოიესა და ფასადზე მსახიობის ფოტოებია გამოფენილი. ყვავილებითაა მორთული საგრიმიორო, რომელიც გივი ბერიკაშვილს ეკუთვნოდა...

გივი ბერიკაშვილს საბურთალოზე, ამაღლების ეკლესიის ეზოში დაკრძალავენ. სახალხო არტისტი გივი ბერიკაშვილი 83 წლის ასაკში, რამდენიმე დღის წინ გარდაიცვალა.

ფოტოები: ირაკლი გედენიძე