loader

გუკა რჩეულიშვილი იმ მიზეზებს ასახელებს, რის გამოც ბათუმის "მაგნოლიას" საქმის პროცესების გადადებას ითხოვს - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

გუკა რჩეულიშვილი იმ მიზეზებს ასახელებს, რის გამოც ბათუმის "მაგნოლიას" საქმის პროცესების გადადებას ითხოვს

გურამ რჩეულიშვილი "ცენტრ-პოინტის" ბათუმის "მაგნოლიას" საქმეზე სასამართლო პროცესების 2 კვირით გადადებას ითხოვს. "ცენტრ პოინტის" ბათუმის "მაგნოლიას" საქმეზე დღეს დაცვის მხარის მოწმეები უნდა დაკითხულიყვნენ, თუმცა დაცვის მხარის ადვოკატი პროცესზე ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო ვერ მივიდა. ამის გამო შემდეგი სხდომა 13 აპრილს დაინიშნა, თუმცა გურამ რჩეულიშვილმა მოსამართლეს შუამდგომლობით მიმართა, სასამართლო პროცესები 2 კვირით გადაიდოს. საქმის პროკურორი დაცვის მხარეს პროცესების გაჭიანურებაში ადანაშაულებს და აცხადებს, რომ ბრალდების მხარე არ დაეთანხმება შუამდგომლობას, რომელიც პროცესების გადადებას გულისხმობს. დღევანდელ სასამართლო პროცესს "ცენტრ პოინტის" მიერ დაზარალებულებიც ესწრებოდნენ, რომლებიც პროცესის გადადების გამო უკმაყოფილონი არიან.