loader

ახლობლების ინფორმაციით, თურქმა მებაჟეებმა ბათუმელ ახალგაზრდას სასიკვდილოდ სცემეს - "თურქული არ იცოდა და რკინაზე არტყმევინეს თავი" - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

ახლობლების ინფორმაციით, თურქმა მებაჟეებმა ბათუმელ ახალგაზრდას სასიკვდილოდ სცემეს - "თურქული არ იცოდა და რკინაზე არტყმევინეს თავი"

არაოფიციალური ინფორმაციით, სარფის საბაჟო-გამშვებ პუნქტზე თურქი მებაჟეები საქართველოს ორ მოქალაქეს ფიზიკურად გაუსწორდნენ. ამის შესახებ ინფორმაციას თავად აღნიშნული მოქალაქეების ახლობლები ავრცელებენ, რომლებიც ამ წუთებში სარფის საბაჟო-გამშვებ პუნქტთან აქციას მართავენ.
როგორც Palitravideo.ge-ს კორესპონდენტი ადგილიდან იუწყება, აქციაში დაახლოებით 30-მდე პირი მონაწილეობს.

ამასთან, როგორც ისინი აცხადებენ, დაშავებულები თურქეთის მხარეს იმყოფებიან და არ იციან, ისინი რა მდგომარეობაში არიან. აქციის მონაწილეები ხელისუფლებისგან დახმარებას ითხოვენ.

Palitravideo.ge აღნიშნულის გადასამოწმებლად საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს დაუკავშირდა, თუმცა უწყებაში განაცხადეს, რომ ვინაიდან ინციდენტი თურქეთის მხარეს მოხდა, ინფორმაცია საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს უნდა ჰქონდეს. თავის მხრივ, მიხეილ ჯანელიძის უწყებაში განმარტეს, რომ მათთვის მსგავსი ტიპის ინფორმაცია ცნობილი არაა.
Palitravideo.ge ტრაპზონში საქართველოს საკონსულოსაც დაუკავშირდა, სადაც განაცხადეს, რომ ინფორმაცია ასეთი ჭორის გავრცელების შესახებ საქართველოს საპატრულო პოლიციისგან მიიღეს და ახლა გადამოწმების ეტაპზე არიან.

მარიკო კეკელიძე, Palitravideo.ge ბათუმიდან