გურამ რჩეულიშვილი პატიმრობიდან გათავისუფლდა - რას ამბობენ დაზარალებულები?
"ცენტრ პოინტის" ერთ-ერთი დამფუძნებელი გურამ რჩეულიშვილი პატიმრობიდან გათავისუფლდა. როგორც „ინტერპრესნიუსის“ კორესპონდენტი სასამართლოდან იუწყება, შესაბამისი გადაწყვეტილება მოსამართლემ რამდენიმე წუთის წინ გამოაცხადა. გურამ რჩეულიშვილი საპატიმროს 30-ათასლარიანი გირაოს გადახდის შემდეგ დატოვებს. გირაოს გადახდის ვადად განისაზღვრა 10 დღე. ამასთან, მოსამართლის გადაწყვეტილებით, გურამ რჩეულიშვილს ჩამოერთმევა პასპორტიც.
ამავე საქმეზე აღკვეთის ღონისძიება გაუუქმდა მაია რჩეულიშვილსაც. პროკურორები გურამ რჩეულიშვილის გათავისუფლებას 50 000-ლარიანი გირაოს სანაცვლოდ ითხოვდნენ.
ამავე საქმეზე აღკვეთის ღონისძიება გაუუქმდა მაია რჩეულიშვილსაც. პროკურორები გურამ რჩეულიშვილის გათავისუფლებას 50 000-ლარიანი გირაოს სანაცვლოდ ითხოვდნენ.