რუსი ახალგაზრდა სოცქსელის პირდაპირ ეთერში გადიოდა, როდესაც ავტობუსს შეასკდა და გარდაიცვალა
ყაზანში - რუსეთის ერთ-ერთ დიდ ქალაქში, 22 წლის ახალგაზრდა მაშინ მოყვა ავარიაში, როდესაც ის სოციალური ქსელის, "ვკონტაქტეს" პირდაპირი ეთერის საშუალებით მაუწყებლობდა. ამის შესახებ გამოცემა "Life" იუწყება.
ავტოსაგზაო შემთხვევის მომენტში ის აუდიტორიას ეკონტაქტებოდა და ინტერესდებოდა, როგორ იყვნენ, ვინ რის გაკეთებას აპირებდა... გოგონა პირდაპირი ეთერის ჩართვიდან 2 წუთის შემდეგ მოყვა ავარიაში, რაც მისი გარდაცვალებით დასრულდა. ის ინტერნეტში "მატიზას" ნიკნეიმით იყო რეგისტრირებული, 1994 წელს იყო დაბადებული და 23 წელი მარტის დასაწყისში შეუსრულდა.