loader

რობი უილიამსს "ევროვიზიაზე" რუსეთის სახელით გასვლა სურს - გადაცემა, რომელსაც საქართველოში დიდი გამოხმაურება მოჰყვა - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

რობი უილიამსს "ევროვიზიაზე" რუსეთის სახელით გასვლა სურს - გადაცემა, რომელსაც საქართველოში დიდი გამოხმაურება მოჰყვა

ბრიტანელი მუსიკოსი რობი უილიამსი აცხადებს, რომ სურს რუსეთი საერთაშორისო მუსიკალურ კონკურსზე, "ევროვიზიაზე" წარადგინოს. ამის შესახებ პოპ-შემსრულებელმა რუსეთის პირველ არხზე, ანდრეი მალახოვის შოუ "Пусть говорят"-ში ისაუბრა.

"დიდი სურვილი მაქვს, რუსეთი "ევროვიზიაზე" წარვადგინო. ამას უბრალოდ ვამბობ, თუმცა ჩემი მენეჯერი უკვე გეგმებს აწყობს. მიდით, რუსეთო! ჩვენ გავიმარჯვებთ" - აღნიშნა უილიამსმა.

მომღერალმა აღნიშნა, რომ ძალიან მოსწონს ეს მუსიკალური კონკურსი: "ეს გრანდიოზული და ფერადი შოუა, ვაღმერთებ "ევროვიზიას". მისივე თქმით, მან 2016 წელს რუსი მომღერლის, სერგეი ლაზარევის გამოსვლა ნახა "ევროვიზიის" კონკურსზე და მუსიკალურმა ნომერმა მასზე დიდი შთაბეჭდილება მოახდინა. "როგორც ჩანს, რუსეთმა დიდი თანხა დაახარჯა ამ ბიჭს" - დასძინა რობიმ.

ფრაგმენტს გადაცემიდან "ფეისბუქზე" უამრავი გამოხმაურება მოჰყვა. რამდენიმეს გთავაზობთ:

  • "სულ გამოდებილდა?"
  • "სულ დებილი იყო. არც არასოდეს მევასებოდა ამის Take That-იც და არც სოლო კარიერაც. ნიჭიერი ტიპია, მარა უტვინო პაპსავიკია რა!"
  • "არასოდეს მომწონებია არც როგორც მუსიკოსი და არც როგორს შოუმენი, მაგრამ ადამიანადაც არ ვარგებულა :)"
  • "მგონი უფრო რუს მაყურებელზე ითამაშა, ასე სპონტანური არაა ეს ინტერვიუები, შეკითხვებს წინასწარ ათანხმებენ და პასუხებიც დამუშავებული აქვთ."
  • "რაღაც ვიდეო რომ გააკეთა რუსულ თემაზე, ეტყობა მაშინ შეიჭრა როლში:))"
  • "500 მილიონი ხომ არ გადაუხადეს? აბა როგორ შეაბეს? ეს როგორ იკადრა ამ უსინდისო კაცმა?"