loader

როგორ გადანაწილდნენ GDS-ის ჟურნალისტები და პროდიუსერები "პირველ არხსა" და "იმედზე" - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

როგორ გადანაწილდნენ GDS-ის ჟურნალისტები და პროდიუსერები "პირველ არხსა" და "იმედზე"

ტელეკომპანია GDS-ის ხუთი თანამშრომელი "საზოგადოებრივ მაუწყებელში" დასაქმდა. ოთხი მათგანი ახალი ამბების რედაქტორი იქნება, ერთი კი ვებ-რედაქტორის თანამდებობაზე იმუშავებს. ინფორმაციის გადამოწმების მიზნით "საზოგადოებრივი მაუწყებლის" მიმდინარე და ახალი ამბების ბლოკის დირექტორს, გიორგი გვიმრაძეს დავუკავშირდით.

- "ჯი-დი-ესიდან" ჩვენთან სამუშაოდ 5 თანამშრომელი გადმოვიდა. ეკა შონია იქნება დაგეგმვის რედაქტორი, ნათია თოიძე, მაია ჭუჭულაშვილი და თამუნა კენკიშვილი - ახალი ამბების დაგეგმვის რედაქტორები, ირინა დეკანოიძე ვებ-გვერდის რედაქტორი იქნება.
- ამბობენ, რომ მაკა ცინცაძეც გადმოვიდა "საზოგადოებრივ მაუწყებელზე" და ის "მოამბის" წამყვანი იქნება...
- ჯერ ვერ დაგიდასტურებთ ამ ამბავს, თუმცა ჩვენ მასთან გვაქვს მოლაპარაკება და ვნახოთ, როგორ შევთანხმდებით.
- ინფორმაცია გვაქვს, რომ ნინუცა კახნიაურთანაც აწარმოებთ მოლაპარაკებას...
- კიდევ ბევრზე შეიძლება თქვან. ჩვენ გვაქვს ნიუსრუმი, პროექტები და ვეძებთ თანამშრომლებს ყველა მიმართულებით. GDS-ის თანამაშრომლები კარგი დანამატი იქნება იმისთვის, რასაც ჩვენ ვაკეთებთ ახლა.

Palitravideo-სთვის ცნობილი გახდა, რომ GDS-ის რამდენიმე თანამშრომელი სამუშაოდ "იმედზე" გადავიდა.

ჩვენ მიერ მოპოვებული ინფორმაციით, ილო ბეროშვილის შოუს ჩაანაცვლებს "ბინა 18". ასევე ცნობილი გახდა, რომ "იმედზე" გადავა ჟურნალისტი ანა ბროლაძე და გადაცემა "18+"-ის წამყვანი ნოე სულაბერიძე. შევეცადეთ "იმედის" წარმომადგენლებთან დაკავშირებას, მაგრამ ისინი ტელეფონს არ პასუხობენ.

თამარ ბოჭორიშვილი