რუსთავში გაზის მილებს შეცდომით წყლის მილები მიაერთეს
რუსთავში გაზის მილებს შეცდომით წყლის მილები მიუერთეს. ინფორმაციას ამის შესახებ "Tv ქვემო ქართლი" ავრცელებს. შემთხვევა მაიაკოვსკის ქუჩაზე მოხდა. მოქალაქემ წყლის გამაცხელებლის მონტაჟი თვითნებურად სცადა და შეცდომით ბუნებრივი აირის მილი წყლის მილს მიუერთა. ინციდენტის გამო მიმდებარე ტერიტორიაზე ორ კორპუსს ბუნებრივი აირის მიწოდება შეუწყდა. ადგილზე "სოკარ ჯორჯია გაზის" სპეციალისტები მუშაობენ.
წყარო
წყარო