loader

ქაშუეთის წინამძღვარი მამა მიქაელი: ერთ-ერთი პირველი როკერი საქართველოში - საინტერესო ფაქტები მისი საერო ცხოვრებიდან - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

ქაშუეთის წინამძღვარი მამა მიქაელი: ერთ-ერთი პირველი როკერი საქართველოში - საინტერესო ფაქტები მისი საერო ცხოვრებიდან

გუშინ, 10 მარტს საპატრიარქოს ტელევიზია "ერთსულოვნების" დირექტორად ქაშუეთის ტაძრის წინამძღვარი, დეკანოზი მიქაელ ფოფხაძე დაინიშნა. თუმცა, საჯარო რეესტრმა საპატრიარქოს ტელევიზიის ახალი დირექტორის რეგისტრაციაში გატარების პროცესი შეაჩერა. ამ გადაწყვეტილების მიღების საფუძველი წარდგენილი დოკუმენტაციის კანონთან შეუსაბამობა გახდა.
როგორც საჯარო რეესტრის გადაწყვეტილებაშია ნათქვამი, დეკანოზ მიქაელ ფოფხაძის მიერ წარდგენილი სარეგისტრაციო დოკუმენტაცია არ აკმაყოფილებს კანონით განსაზღვრულ რეგისტრაციის პირობებს და დაინტერესებულ პირს 30-დღიანი ვადა ეძლევა, რათა დოკუმენტაცია კანონთან შესაბამისობაში მოიყვანოს.

80-იან წლებში ის მუსიკოსი იყო, გიტარისტი და უკრავდა როკჯგუფში "თეატრონი", რომლის სოლისტი მერაბ სეფაშვილი გახლდათ. თავისუფლებისკენ სწრაფვა ყოველთვის ჰქონდა ამ ადამიანს და ერთხელაც, უცხოეთში ერთ-ერთი საგასტროლო გასვლისას მოახერხა და უცხოეთში დარჩა. მოკლედ, ჯგუფთან ერთად ქვეყანაში აღარ დაბრუნებულა. ამის გამო, "კაგებეს" გარკვეული პერიოდის განმავლობაში როკჯგუფის წევრები დაკითხვებზე დაჰყავდა, ამის შესახებ მერაბ სეფაშვილსაც ჟურნალისტებთან არაერთხელ უსაუბრია...
მიხეილ ფოფხაძემ აშშ-ში ემიგრანტული ცხოვრება დაიწყო... წლების შემდეგ კი, მღვდლად ეკურთხა და იქ მართლმადიდებლურ ტაძარში სასულიერო ღვაწლს შეუდგა, თუმცა წლების განმავლობაში ლუკა ბეთანელის ფსევდონიმით მსახურობდა "რადიო თავისუფლების" ("ამერიკის ხმა" ვაშინგტონიდან) ქართულ ბიუროში, სადაც სისტემატურად გადმოსცემდა რეპორტაჟებს.
დეკანოზი მიქაელი უკვე 10 წელია, რაც საქართველოს დაუბრუნდა და სულიერ ღვაწლს აქ განაგრძობს. ამჟამად იგი ქაშუეთის ტაძრის წინამძღვარია...

იხილეთ ლალი ფაციას სტატია Ambebi.ge-ზე: ხელოვანები, რომლებიც საბჭოთა რეჟიმს გაექცნენ და უცხოეთში წარმატებას მიაღწიეს