კობახიძე მარგველაშვილს საზოგადოების მიზანმიმართულად შეცდომაში შეყვანაში ადანაშაულებს
საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე საქართველოს პრეზიდენტს საზოგადოების მიზანმიმართულად შეცდომაში შეყვანაში ადანაშაულებს. ამის შესახებ ირაკლი კობახიძემ სამაუწყებლო კომპანია "რუსთავი2"-ის ეთერში განაცხადა. მისი თქმით, საუბრები პრეზიდენტთან დაპირისპირების თაობაზე აბსოლუტურად უადგილო იყო და მას სპეკულაციად აფასებს.