loader

დაკავებულია პირი, რომელიც მარნეულში ყალბ 100-დოლარიანებს ასაღებდა - ოპერატიული ვიდეომასალა - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

დაკავებულია პირი, რომელიც მარნეულში ყალბ 100-დოლარიანებს ასაღებდა - ოპერატიული ვიდეომასალა

საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურმა, ყალბი ფულის გასაღების ფაქტზე, ერთი პირი დააკავა.

როგორც ”ინტერპრესნიუსს” საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურიდან აცნობეს, საქმეზე ჩატარებული გამოძიებით დადგენილია, რომ ბრალდებულმა საქართველოს ტერიტორიაზე, კერძოდ, მარნეულში მდებარე სხვადასხვა სავალუტო ჯიხურში მოტყუებით გაასაღა 1 500 აშშ დოლარის ოდენობის ყალბი 100-დოლარიანი კუპიურები. საგამოძიებო სამსახურის მიერ განხორციელებული ჩხრეკის შედეგად, ყალბი კუპიურები ამოღებულია ნივთმტკიცების სახით.

საქმეზე მიმდინარეობს გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 212-ე მუხლის პირველი ნაწილით, რაც ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას ვადით 4-დან 7 წლამდე.