loader

საგამოძიებო სამსახურმა ჯანდაცვის სამინისტროს სიპ-ის მაღალჩინოსანი დააკავა - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

საგამოძიებო სამსახურმა ჯანდაცვის სამინისტროს სიპ-ის მაღალჩინოსანი დააკავა

ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურმა "სამედიცინო საქმიანობის სახელმწიფო რეგულირების სააგენტოს" ფარმაცევტული საქმიანობის დეპარტამენტის უფროსი დავით მაჭარაშვილი დააკავა. ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის ინფორმაციით, საგამოძიებო სამსახურმა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროსთან ერთობლივად გატარებული ღონისძიებებისა და მიწოდებული დოკუმენტური მასალის შესწავლის შედეგად შეკრებილი მტკიცებულებების საფუძველზე, დააკავა სსიპ "სამედიცინო საქმიანობის სახელმწიფო რეგულირების სააგენტოს" ფარმაცევტული საქმიანობის დეპარტამენტის უფროსი დავით მაჭარაშვილი, ხოლო სისხლის სამართლის პასუხისგებაში მისცეს ფსიქოტროპული მედიკამენტების იმპორტიორი ორი კომპანიის ხელმძღვანელი პირი.