"წითელ ხიდზე" საერთაშორისო დონეზე წითელი ცირკულარით ძებნილი დააკავეს
თბილისის ინტერპოლისა და შსს-ს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის ქვემო ქართლის მთავარი სამმართველოს საკონტროლო გამშვები პუნქტი “წითელი ხიდის“ თანამშრომლებმა, ერთობლივად ჩატარებული ღონისძიების შედეგად, ანკარის ინტერპოლის მიერ საერთაშორისო დონეზე წითელი ცირკულარით ძებნილი, 1967 წელს დაბადებული ჰ.გ. დააკავეს.