loader

ფერნანდო ტორესი თავის მძიმე ტრავმით სასწრაფოდ საავადმყოფოში გადაიყვანეს - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

ფერნანდო ტორესი თავის მძიმე ტრავმით სასწრაფოდ საავადმყოფოში გადაიყვანეს

მადრიდის "ატლეტიკოს" ფორვარდმა ფერნანდო ტორესმა ესპანეთის ლა ლიგის 25-ე ტურის მატჩში "დეპორტივოს" (1:1) წინააღმდეგ თავის ტრავმა მიიღო.
32 წლის ფორვარდმა "დეპორტივოს" ნახევარმცველ ალექს ბერგანიოსთან შეტაკების შემდეგ გონება დაკარგა. კლუბის ექიმები ტორესს დახმარებას რამდენიმე წუთის განმავლობაში უწევდნენ, რის შემდეგაც საავადმყოფოში გადაიყვანეს. მანამდე კი ის ენის გადაყლაპვისგან თანაგუნდელმა შიმე ვრსალკომ იხსნა.
როგორც ექიმმა განაცხადა, ტორესი ამჟამად თავს კარგად გრძნობს და სანერვიულო არაფერია. მოგვიანებით, სოციალურ ქსელ "ტვიტერში" პოსტი თავად ესპანელმაც გამოაქვეყანა.
"მადლობას გიხდით ყველას მხარდაჭერისთვის. დიდი იმედი მაქვს, მოედანს მალე დავუბრუნდები", - დაწერა ტორესმა.