"სისხლიანი შეშაც იქვე დაუგდიათ, რომ ნახეს, მკვდარი იყო, დაანებეს თავი და წავიდნენ" - რა ვერსიაზე საუბრობს გარდაცვლილი რეინჯერის ოჯახი?
კასპის რაიონში გარდაცვლილი რეინჯერის ოჯახი მკვლელობის ვერსიაზე საუბრობს. ტყის მცველის მეუღლის განცხადებით, ცხოველებისგან მიღებული დაზიანებები, რომლებიც ცხედარს აღენიშნება, მას სიკვდილის შემდეგ აქვს მიღებული. გარდაცვალების მიზეზი კი თავში შეშის ნაჭრის ჩარტყმა გახდა. 46 წლის კახაბერ ყურაშვილი კასპის რაიონში ტყის მცველად მუშაობდა. ის 25 თებერვალს ცხენით გავიდა სახლიდან ტყეში და უკან აღარ დაბრუნებულა. გუშინ კი სამართალდამცველებმა მისი დასახიჩრებული ცხედარი იპოვეს.