რუსთავში ავტომანქანა ხევში გადავარდა
ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა რუსთავში, დავით გარეჯის ქუჩაზე. გავრცელებული ინფორმაციით, "ბე ემ ვე"-ს მარკის ავტომობილის მძღოლმა საჭე ვერ დაიმორჩილა და ხევში გადავარდა. ავარიის შედეგად არავინ დაშავებულა. ადგილზე მობილიზებული იყო სამაშველო და საპატრულო პოლიციის ეკიპაჟები. ინფორმაციას "ინფო რუსთავი" ავრცელებს.