loader

საქართველოს მთელ ტერიტორიაზე სპეციალური საპოლიციო კონტროლი ჩატარდა - რა დანაშაულებს ასაჯაროებს შსს - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

საქართველოს მთელ ტერიტორიაზე სპეციალური საპოლიციო კონტროლი ჩატარდა - რა დანაშაულებს ასაჯაროებს შსს

შინაგან საქმეთა სამინისტრომ, დანაშაულის პრევენციისა და საზოგადოებრივი წესრიგის დაცვის მიზნით, პოლიციის შესახებ საქართველოს კანონის შესაბამისად, მთელი ქვეყნის მასშტაბით, სპეციალური საპოლიციო კონტროლი განახორციელა.

როგორც „ინტერპრესნიუსს“ შინაგან საქმეთა სამინისტროდან აცნობეს, 21-22 თებერვალს, საპოლიციო კონტროლის დროს, სამართალდამცველების მიერ გამოვლინდა სისხლის სამართლის 80 დანაშაული.

„ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვისა და ტარების (სსკ-ის 236-ე მუხლი) – 21 ფაქტი; ნარკოტიკების უკანონო შეძენა-შენახვა-გასაღების (სსკ-ის 260-ე მუხლი) – 15 ფაქტი; ქურდობის (სსკ-ის 177-ე მუხლი) – 11 ფაქტი; ჯანმრთელობის დაზიანების (სსკ-ის 117-ე და 118-ე მუხლები) – 2 ფაქტი; სხვისი ნივთის დაზიანების (სსკ-ის 187-ე მუხლი) – 1 ფაქტი; ძალადობის (სსკ-ის 126-ე მუხლი) – 5 ფაქტი; ცივი იარაღის ტარების (სსკ-ის 238-ე პრიმა მუხლი) – 2 ფაქტი“, - აღნიშნულია შსს-ს განცხადებაში.