loader

რა განცხადებები გააკეთეს სასულიერო პირებმა საპატრიარქოში შესვლამდე, სადაც დეკანოზ გიორგი მამალაძის საქმეზე შეხვედრა იმართება - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

რა განცხადებები გააკეთეს სასულიერო პირებმა საპატრიარქოში შესვლამდე, სადაც დეკანოზ გიორგი მამალაძის საქმეზე შეხვედრა იმართება

საპატრიარქოში დეკანოზ გიორგი მამალაძის საქმესთან დაკავშირებით სასულიერო პირთა შეხვედრა მიმდინარეობს. საპატრიარქოში სხვადასხვა იერარქიის სასულიერო პირები შეიკრიბნენ. მათი ნაწილი ჟურნალისტებთან საუბრისას აცხადებს, რომ შეხვედრა სწორედ დეკანოზ გიორგი მამალაძის საქმეს მიეძღვნება. სხვა სასულიერო პირებთან ერთად ცოტა ხნის წინ საპატრიარქოში შევიდა ჭყონდიდის მიტროპოლიტი პეტრე. მეუფის განცხადებით, მთავარია, სიმართლემ გაიმარჯვოს. ჟურნალისტთა კითხვაზე, მოითხოვს თუ არა საპატრიარქოში აუდიტის შესვლას, მეუფე პეტრემ განაცხადა, რომ ეს საკითხი ახლა მეათეხარისხოვანია. საპატრიარქოში მიმდინარე შეხვედრაზე ასევე იმყოფება მსჯავრდებულებთან ურთიერთობის დეპარტამენტის თავმჯდომარე მამა გიორგი თევდორაშვილი. მისივე თქმით, მთელი საქართველო არის დაინტერესებული, გაირკვეს დეტალები მამა გიორგის საქმესთან დაკავშირებით.