როგორია ვაკეში მომხდარი თავდასხმის შედეგად დაჭრილი მამაკაცის მდგომარეობა - ექიმის პირველი კომენტარი
პაციენტს ცეცხლსასროლი იარაღიდან ორი ჭრილობა აქვს მიყენებული და მისი მდგომარეობა მძიმეა, - ამის შესახებ ჟურნალისტებს ხეჩინაშვილის საუნივერსიტეტო კლინიკის ქირურგიული დეპარტამენტის ხელმძღვანელმა, პროფესორმა გიორგი გვახარიამ განუცხადა, რითაც კომენტარი ვაკეში მომხდარი თავდასხმის შედეგად დაჭრილი პირის ჯანმრთელობის მდგომარეობაზე გააკეთა.
მისივე თქმით, 22 წლის პაციენტი კლინიკაში ღამით, 01:30 საათზე, ფილტვისა და თეძოს მიდამოებში ჭრილობებით შეიყვანეს.
მისივე თქმით, 22 წლის პაციენტი კლინიკაში ღამით, 01:30 საათზე, ფილტვისა და თეძოს მიდამოებში ჭრილობებით შეიყვანეს.