loader

100 გრამამდე ნედლი მარიხუანას პირადი მოხმარებისთვის შეძენა-შენახვაზე საპატიმრო სასჯელი გაუქმდა - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

100 გრამამდე ნედლი მარიხუანას პირადი მოხმარებისთვის შეძენა-შენახვაზე საპატიმრო სასჯელი გაუქმდა

100 გრამამდე ნედლი მარიხუანას პირადი მოხმარებისთვის შეძენა-შენახვაზე საპატიმრო სასჯელი გაუქმდა. საკონსტიტუციო სასამართლომ ძალადაკარგულად ცნო სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის პირველი ნაწილის ის ნორმატიული შინაარსი, რომელიც ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთის გამოყენების შესაძლებლობას 100 გრამამდე ნედლი მარიხუანის პირადი მოხმარების მიზნით შეძენისა და შენახვისთვის. აღნიშნულ საქმესთან დაკავშირებით სასამართლომ ბექა წიქარიშვილის საქმეზე 2015 წლის 24 ოქტომბერს გამოტანილი გადაწყვეტილებით იხელმძღვანელა. სასამართლომ დაადგინა, რომ დაუშვებელია ადამიანის თავისუფლების აღკვეთა მხოლოდ მისივე ჯანმრთელობის დაცვის მოტივით იმ პირობებში, როდესაც მარიხუანის შეძენითა და შენახვით იგი ზიანს არ აყენებს სხვის ჯანმრთელობას. ამასთანავე, საკონსტიტუციო სასამართლომ 70 გრამამდე გამომშრალი მარიხუანა არ მიიჩნია ნარკოტიკული საშუალების იმ მოცულობად, რომელიც აპრიორი ქმნის მისი გასაღების გარდაუვალ საფრთხეს.