loader

ურთიერთშელაპარაკება არასრულწლოვნებს შორის - ვაგზლის მოედანზე მომხდარი მკვლელობა გახსნილია - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

ურთიერთშელაპარაკება არასრულწლოვნებს შორის - ვაგზლის მოედანზე მომხდარი მკვლელობა გახსნილია

სამართალდამცველებმა ვაგზლის მოედანზე მომხდარ მკვლელობასთან დაკავშირებულ საქმეზე არასრულწლოვანი დააკავეს. აღნიშნულთან დაკავშირებით ინფორმაციას თავად შინაგან საქმეთა სამინისტრო ავრცელებს. გამოძიებამ დაადგინა, რომ ბრალდებულმა მიმდინარე წლის 13 თებერვალს თბილისში, ვაგზლის მოედანზე, ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე, ცივი იარაღით სხეულზე მრავლობითი ჭრილობა მიაყენა 2001 წელს დაბადებულ მოზარდს და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა. დაჭრილი საავადმყოფოში მიყვანისთანავე გარდაიცვალა.

სამართალდამცველებმა ბრალდებული მომხდარიდან რამდენიმე საათში, თბილისში დააკავეს. გამოძიება განზრახ მკვლელობის ფაქტზე მიმდინარეობს - ნათქვამია უწყების მიერ გავრცელებულ განცხადებაში.