თერჯოლის რაიონში ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად 6 სამხედრო დაშავდა
მეორე ქვეითი ბრიგადის 22-ე ბატალიონის ავტომანქანა, რომელსაც პირადი შემადგენლობა სიმონეთის პოლიგონზე სწავლებაში მონაწილეობის მიზნით გადაჰყავდა, ხეს შეეჯახა. ავარიის შედეგად 6 სამხედრო მოსამსახურე დაშავდა.
როგორც „ინტერპრესნიუსს“ თავდაცვის სამინისტროში განუცხადეს, კოლონა დასახლებულ პუნქტ სიმონეთის მიმდებარე ტერიტორიაზე, გადაადგილების წესების დაცვით, სამხედრო პოლიციის ესკორტით მოძრაობდა, თუმცა ხეს შეეჯახა და 6-მა სამხედრო მოსამსახურემ სხეულის სხვადასხვა დაზიანება მიიღო.