loader

ჯაბა ბოჯგუას დედის გულისმომკვლელი "ფეისბუქ-პოსტი" შვილის მდგომარეობაზე - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

ჯაბა ბოჯგუას დედის გულისმომკვლელი "ფეისბუქ-პოსტი" შვილის მდგომარეობაზე

ჯაბა ბოჯგუა უკვე 8 წელია კომაშია. მომღერლის დედა მანანა გვასალია იმ დღეს იხსენებს, როცა მისი ერთადერთი შვილი კომაში ჩავარდა - ეს 8 წლის წინ, სწორედ 8 თებერვალს მოხდა...

"8 თებერვლის დილა იყო მაშინაც... "თქვენი შვილი ციხიდან ღუდუშაურში გადაიყვანეს, კომაშია..."

მერე იყო საავადმყოფოს კედლები, მკაცრი ბადრაგი, ექიმების გადაწურული დიაგნოზი, ტელევიზიები, სიუჟეტები, მეგობრები, მამა სოკრატეს პარაკლისი... მხოლოდ დედას სჯეროდა, რომ ჯაბა გამოვიდოდა კომიდან... მას მერე 8 წელი გავიდა... დიახ, 8 წელი!!! ჯაბა ისევ კომაშია... დედა ისევ ელოდება, დედას იმედი არ დაუკარგავს... უვლის, ეფერება. დედა და დედის სიყვარული ხომ ყოვლისშემძლეა..." - წერს მანანა გვასალია "ფეისბუქის" პირად გვერდზე.