loader

ტყიბულში გზის წმენდისას თოვლში "გაუჩინარებული" ტრაქტორი იპოვეს - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

ტყიბულში გზის წმენდისას თოვლში "გაუჩინარებული" ტრაქტორი იპოვეს

ტყიბულის გამგეობის ინფორმაციით, ნამქერში ჩარჩენილი ტრაქტორის ირგვლივ არსებული ტერიტორიის გაწმენდა მოხდა, ტექნიკა მწყობრშია და აგრძელებს სამუშაოებს. აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას ტყიბულის გამგეობა ავრცელებს.

"4-დღიანი ინტენსიური გაწმენდითი სამუშაოების შემდეგ, ტყიბული-მუხურის საავტომობილო გზაზე მოძრაობა აღდგენილია. აღნიშნულ მონაკვეთზე გადაადგილება მაღალი გამავლობის ავტომობილებით არის შესაძლებელი. მოხერხდა ნამქერში ჩარჩენილი ტარქტორის ირგვლივ არსებული ტერიტორიის გაწმენდაც. ტექნიკა მწყობრშია და აგრძელებს სამუშაოებს.

დაიწყო სოფლის შიდა გზების გაწმენდაც. ადგილზე იმყოფებოდნენ ტყიბულის მუნიციპალიტეტის გამგებლის მოადგილეები: შალვა გაბრიაძე და გიორგი ლომთაძე.

4 დღის მანძილზე, რთული კლიმატური პირობების მიუხედავად, 11-კილომეტრიანი მონაკვეთის გაწმენდას "საქნახშირი ჯი-აი-ჯი ჯგუფის" დახმარებით ტყიბულის მუნიციპალიტეტის ა.(ა.)ი.პ. კომუნალური გაერთიანება აწარმოებდა", - ნათქვამია ტყიბულის გამგეობის განცხადებაში.
რამდენიმე დღის წინ ადგილობრივი მოსახლეობა ამბობდა, რომ მუხურის მთაზე რამდენიმე მეტრი თოვლი დევს და გზის გაწმენდა რთული კლიმატური პირობების გამო ვერ ხერხდებოდა. მათივე ინფორმაციით, სოფლის ტრაქტორი, რომელიც მთაზე გზას წმენდდა, თოვლში ჩარჩა და ამ დრომდე ვერ პოულობდნენ.