loader

თოვლის მასამ ბათუმში შენობები დააზიანა - რა პრობლემები შექმნა უხვმა ნალექმა ზღვისპირა ქალაქში? - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

თოვლის მასამ ბათუმში შენობები დააზიანა - რა პრობლემები შექმნა უხვმა ნალექმა ზღვისპირა ქალაქში?

ბათუმში კვლავ დიდთოვლობით გამოწვეულ პრობლემებს ებრძვიან. ქალაქში რამდენიმე სავაჭრო ობიექტი დაზიანდა. სახურავიდან ჩამოცვენილმა თოვლის მასამ შენობებში შესასვლელის სახურავები დააზიანა. შემთხვევა ინასარიძის ქუჩაზე მოხდა. ნგრევის ხმა ადგილობრივებმა გამთენიისას გაიგეს. ისინი ტერიტორიის გაწმენდას ამ დრომდე საკუთარი ძალებით ცდილობენ. ადგილობრივების განმარტებით, სახურავიდან ჩამოცვენილი მასა საფრთხეს ქვეითებსაც უქმნის და მერია ვალდებულია, კორპუსების გადახურვისას შესაბამისი სტანდარტები დაიცვას.