ვაინონა რაიდერის უცნაურმა მიმიკამ ინტერნეტსივრცე გაოგნებული დატოვა
გუშინ ჰოლივუდში კინომსახიობთა გილდიის დაჯილდოების ცერემონიალი გაიმართა. ერთ-ერთი ყველაზე გამორჩეული მომენტი სერიალ Stranger Things-ის გამარჯვება იყო და ვაინონა რაიდერის სახე, რომელიც სასაცილო მიმიკებს იღებდა მსახიობ დევიდ ჰარბორის სიტყვით გამოსვლის დროს.