"ერთი ხელის მოსმით გამოგვიშვეს" - "რუსთავის აზოტიდან" 350 თანამშრომლის გათავისუფლებას აქციაზე აპროტესტებენ
„საქართველოს ბანკის“ ცენტრალურ ოფისთან საქართველოს მეტალურგიული, სამთო და ქიმიური მრეწველობის მუშაკთა პროფესიული კავშირის ორგანიზებით საპროტესტო აქცია გაიმართა. მონაწილეებმა „რუსთავის აზოტიდან“ 350 თანამშრომლის გათავისუფლება გააპროტესტეს. აქციაში გათავისუფლებული თანამშრომლები, სტუდენტური და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები ესწრებოდნენ.