ტელეკომპანია "პალიტრანიუსმა" და აშშ-ის ტელეკომპანია WICU-მ პარტნიორული პროგრამა დაიწყეს
„საქართველოს მედია პარტნიორობის პროგრამის“ კონკურსში გამარჯვებულმა ტელეკომპანია „პალიტრანიუსმა“ ამერიკის შეერთებული შტატების მედიაორგანიზაციის წარმომადგენლებს ერთი კვირის განმავლობაში უმასპინძლა.
სტუმრები ადგილზე გაეცნენ ქართველი კოლეგების მუშაობის სტილს, ერთმანეთს გაუზიარეს საკუთარი გამოცდილება და ჩაატარეს პრაქტიკული ტრენინგები. საპასუხოდ „პალიტრანიუსის“ გუნდმა უცხოელ კოლეგებს მედია სივრცეში მუშაობის საკუთარი გამოცდილება გაუზიარა.
როგორც უცხოელმა სტუმრებმა ”ინტერპრესნიუსს” განუცხადეს, ”პალიტრა მედიას” ახალი ამბების მოსამზადებლად ყველანაირი რესურსი გააჩნია და მაყურებელს ხარისხიან პროდუქტს სთავაზობს.