#CHEFმარკეტერი - ყველაზე გემრიელი კონკურსი მარკეტერებისთვის
ჟურნალი „გემრიელია“ 2012 წლიდან ყველა დიასახლისისთვის საყვარელი ჟურნალია. მასში უამრავი საინტერესო რეცეპტი და სასარგებლო რჩევაა თავმოყრილი. ჟურნალმა რამდენიმე თვეა ტრადიციად აქცია სასიამოვნო საღამოების მოწყობა პარტნიორი კომპანიებისთვის. ამჯერად ჟურნალის რედაქციამ გადაწყვიტა, მეგობრული შეხვედრებისთვის უფრო საინტერესო სახე მიეცა და სახალისო კონკურსის, #CHEFმარკეტერის პირველი შეხვედრა რესტორან „ვაინშტეფანში“ გაიმართა.