loader

"ოსკარის" ნომინანტთა სია უკვე ცნობილია: ვინ იბრძოლებს წლის მთავარი ჯილდოსთვის? - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

"ოსკარის" ნომინანტთა სია უკვე ცნობილია: ვინ იბრძოლებს წლის მთავარი ჯილდოსთვის?

"ოსკარის" ნომინანტთა სია უკვე ცნობილია. ამერიკის კინოაკადემიის 2017 წლის რჩეულთა შორის 14 ნომინაციით დემიენ შაზელის სურათი - "ლა ლა ლენდი" ლიდერობს. მას 8 ნომინაციით ფილმი "ჩამოსვლა" და "მთვარის შუქი" მოსდევს, ხოლო 6-6 ნომინაცია ფილმებს "მანჩესტერი ზღვასთან", "სინდისის ქენჯნა" და"ლომი" ერგო. საუკეთესო რეჟისორებს შორის კენეტ ლონერგანი, დენის ვილენიუვი, მელ გიბსონი, ბერი ჯენქინსი და დემიენ შაზელი არიან. წლის მსახიობი ქალის ტიტულისთვის იზაბელ იუპერტი, რუთ ნეგა, ნატალი პორტმანი, ემა სტოუნი, მერილ სტრიპი იბრძოლებენ. საუკეთესო მსახიობი კაცის ნომინაციაში კი: კესი აფლეკი, ენდრიუ გარფილდი, რაიან გოსლინგი, ვიგო მორტენსენი, დენზელ ვაშინგტონი მოხვდნენ. "ოსკარის" დაჯილდოების ცერემონიალი 26 თებერვალს ლოს-ანჟელესში გაიმართება.