loader

რატომ ვახამხამებთ თვალებს წუთში რამდენჯერმე? - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

რატომ ვახამხამებთ თვალებს წუთში რამდენჯერმე?

თვალებს წუთში დაახლოებით 20-ჯერ ვახამხამებთ. ამაზე თვალის საცრემლე ჯირკვლები რქოვანას დატენიანებით პასუხობს. ტელევიზორის ყურების, უფრო მეტად კი, კომპიუტერთან მუშაობის დროს ადამიანი იძულებულია, უწყვეტად და დაძაბულად უყუროს ეკრანს. ამის გამო იგი ვერ ამჩნევს, რომ დაახლოებით სამჯერ იშვიათად (ზოგჯერ - უფრო იშვიათადაც კი) ახამხამებს თვალებს, ეს კი თვალების გამოშრობას იწვევს. წვის ან ქვიშის ნამცეცების შეგრძნება თვალებში სწორედ გამოშრობის შედეგია.

კომპიუტერთან მუშაობის შემდეგ, ალბათ, არაერთხელ განგიცდიათ თვალების დახუჭვის დაუოკებელი სურვილიც. თუ კომპიუტერთან დიდხანს გიწევთ მუშაობა და ვერ ახერხებთ თვალების დასვენებას, მათი განტვირთვისათვის მოწოდებული მარტივი ვარჯიშების შესრულებას, მაშინ აფთიაქში სპეციალური დამატენიანებელი წვეთები (ე. წ. ხელოვნური ცრემლი) შეიძინეთ და აუცილებლად გამოიყენეთ. ზოგჯერ ხანგრძლივი მუშაობის ან დაძაბულობის შემდეგ ადამიანს ქვედა ან ზედა ქუთუთო უთრთის.

ქუთუთოების თრთოლა, თვალების უნებლიე მოძრაობები შესაძლოა გადაღლა-გადაქანცვის, ძლიერი სტრესული ფონის, გადაჭარბებული ემოციის, ქრონიკული გამოუძინებლობის შედეგი იყოს. თუ ტიკი გახშირდა, ყურადღება მიაქციეთ თქვენი მუშაობისა და დასვენების რეჟიმს. ეცადეთ, ნაკლებად დაძაბოთ თვალები, თავი არიდოთ სტრესულ სიტუაციებს, მეტხანს ისეირნოთ სუფთა ჰაერზე, იძინოთ არანაკლებ 7-8 საათისა. ჩვეულებრივ, ამ მარტივი ღინისძიებებით ტიკი აღმოიფხვრება, მაგრამ თუ ამან ვერ გიშველათ, აუცილებლად მიმართეთ ექიმს.