BTU-მ ჯანდაცვასთან გაფორმებული მემორანდუმის ფარგლებში ბენეფიციარების გადამზადება დაიწყო
ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტმა, საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროსთან თანამშრომლობის ფარგლებში, დასაქმების მსურველთა გადამზადება დაიწყო. პირველ ეტაპზე 50 ბენეფიციარი გადამზადდება, რომელთაც საერთაშორისო ბაზარზე, დისტანციურ სამუშაოებში ჩართვა შეეძლებათ.