loader

"ყვითელი შუმახერები" - როგორ ქმნიან "მარშრუტკის" მძღოლები საავარიო სიტუაციებს თბილისში - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

"ყვითელი შუმახერები" - როგორ ქმნიან "მარშრუტკის" მძღოლები საავარიო სიტუაციებს თბილისში

"BMW CLUB GEORGIA" ავრცელებს ვიდეოს საქართველოში საზოგადოებრივი ტრანსპორტის გადაადგილებაზე, სათაურით "ყვითელი შუმახერები".

ვიდეოში ჩანს, რომ ისინი ძალიან ხშირ შემთხვევაში სავალი გზის საწინააღმდეგო მხარეს მოძრაობენ, კვეთენ ორმაგ უწყვეტ ზოლს, გზას აგრძელებენ მაშინაც, როდესაც შუქნიშანზე წითელია და ასე შემდეგ...

საზოგადოებრივი ტრანსპორტის მიერ საგზაო მოძრაობის წესების დარღვევის გახშირებულ ფაქტებს ხაზს უსვამს Ambebi.ge-სთან ინტერვიუში შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილე შალვა ხუციშვილიც.

"ქალაქში გახშირებულია მუნიციპალური ტრანსპორტის მიერ საგზაო მოძრაობის წესების დარღვევის ფაქტები. ეს, ფაქტობრივად, დადასტურებულია. არღვევენ როგორც ავტობუსები, ასევე, სამარშრუტო ტაქსები. ჩვენ ეს ტენდენცია ე.წ. ჭკვიანმა კამერებმა დაგვიფიქსირა, რომლებიც ჯერჯერობით რაიმე სამართლებრივ შედეგებს არ იწვევს.
მუნიციპალური ტრანსპორტის მძღოლების გასაგონად მინდა ვთქვა, რომ, როგორც კი ე.წ. ჭკვიანი კამერების სისტემა სრულად ამოქმედდება, ძალიან მკაცრი ზომები გატარდება, ამ სისტემას არცერთი მსგავსი დარღვევა არ გამოეპარება. პრევენციის მიზნით, მუნიციპალური ტრანსპორტის მძღოლებს მოვუწოდებ, რომ დაიცვან მოძრაობის წესები", - აცხადებს ხუციშვილი.