loader

საქართველოს ვეტერანთა ნაკრებმა თურქეთის ვეტერანთა ნაკრები ანგარიშით 7:4 დაამარცხა - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

საქართველოს ვეტერანთა ნაკრებმა თურქეთის ვეტერანთა ნაკრები ანგარიშით 7:4 დაამარცხა

საქართველოს ვეტერანთა ნაკრებმა "ზამთრის თასი 2017"-ის ფარგლებში პირველი შეხვედრა თურქეთის ვეტერანთა ნაკრებთან გამართა და მეტოქე ანგარიშით 7:4 დაამარცხა.
ანგარიში გიორგი დემეტრაძემ გახსნა. რამდენიმე წუთში ალექსანდრე იაშვილმა სხვაობა ორამდე გაზარდა, შემდეგ კი ალექსანდრე ამისულაშვილმა მესამე გოლი გაიტანა.
პირველი ტაიმის მიწურულს თურქებმა ერთი გოლის გაქვითვა მოახერხეს - თავი ევრენ თურანმა გამოიჩინა. მეორე ტაიმში გიორგი ქინქლაძის ბრწყინვალე გადაცემით ალექსანდრე ამისულაშვილმა დუბლი გაიფორმა. მალევე დუბლი ალექსანდრე იაშვილმა და გიორგი დემეტრაძემაც მიითვალეს, რის შემდეგაც თავისი პირველი გოლი ლევან კობიაშვილმაც გაიტანა. კობიაშვილის გოლს თურქეთის სამი გოლი მოჰყვა - ჯერ კარტოფიმ გაიტანა, შემდეგ - ილმაზიმ, მატჩის საბოლოო ანგარიში კი ქუჩუქვარდარმა დააფიქსირა - 7:4.