შარტავას ქუჩაზე დაჭრილი მამაკაცი გარდაიცვალა
თბილისში დაჭრილი მამაკაცი დღეს დილით გარდაიცვალა. ის რესპუბლიკურ საავადმყოფოში გუშინ, უგონო მდგომარეობაში შეიყვანეს, სადაც გადაუდებელი ოპერაცია ჩაუტარდა. დაშავებულს ჭრილობა ცეცხლსასროლი იარაღით ჰქონდა მიყენებული. რესპუბლიკურ საავადმყოფოში კომენტარს არ აკეთებენ.