loader

რას ჰყვება თვითმხილველი პოლიციელზე, რომელიც თბილისის ცენტრში დანით დაჭრეს - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

რას ჰყვება თვითმხილველი პოლიციელზე, რომელიც თბილისის ცენტრში დანით დაჭრეს

საბურთალოს ქუჩაზე დაჭრილ პოლიციელს დაზიანებები დანით აქვს მიყენებული, - ამის შესახებ "პალიტრანიუსს" თვითმხილველმა განუცხადა. მისი ინფორმაციით, პოლიციის თანამშრომელი საბურთალოს ქუჩაზე ფეხით გადაადგილდებოდა, როდესაც დაინახა სამი მოქალაქე, რომლებიც საზოგადოებრივ წესრიგს არღვევდნენ. პოლიციელმა მათ კანონის შესაბამისი მოქმედებებისკენ მოუწოდა, რამაც აღნიშნულ მოქალაქეებში აგრესია გამოიწვია. მათ პოლიციის თანამშრომელს დანით ჭრილობები მიაყენეს. დაჭრილი პოლიციელი რესპუბლიკურ საავადმყოფოშია გადაყვანილი და მას სასწრაფო ოპერაცია ჩაუტარდა.