თმიანი იღლიით "ოქროს გლობუსის" წითელ ხალიჩაზე - 26 წლის მსახიობი, რომელზეც მთელი მსოფლიო საუბრობს
ლოს-ანჯელესში "ოქროს გლობუსის" დაჯილდოების ცერემონია გაიმართა. პაპარაცების განსაკუთრებული ყურადღება მიიქცია 26 წლის მსახიობმა ლოლა კირკიმ, თუმცა ამის მიზეზი არა მისი ვარდისფერი ყვავილებიანი კაბა, არამედ თმიანი იღლია აღმოჩნდა. სერიალის - "მოცარტი ჯუნგლებში" ვარსკვლავი თამამად პოზირებდა წითელ ხალიჩაზე და ცდილობდა, კარგად დაენახვებინა პაპარაცებისთვის მისი "საპროტესტო მანიფესტი". სხვათა შორის, ის უკვე მეორედ წარდგა "ოქროს გლობუსის" წითელ ხალიჩაზე თმიანი იღლიით.