ჟურნალმა Vogue-მა საქართველო 2017 წლის 10 საუკეთესო სამოგზაურო მიმართულებას შორის დაასახელა
საუკეთესო პოპულარულმა ჟურნალმა Vogue-მა 2017 წლის საუკეთესო ტურისტული მიმართულებების სია გამოაქვეყნა, სადაც ტოპ-ათეულში საქართველომ პირველი ადგილი დაიკავა. Vogue-ის ჟურნალისტის, ჯენ მერფის თქმით, „საქართველო ბოლო წლებში საუცხოო ღვინით ძალიან პოპულარული გახდა, მაგრამ ღვინის გარდა, ქვეყანაში ბევრი საინტერესო სანახაობისათვის მოგზაურობენ. მისი თქმით, საქართველოს დედაქალაქი თბილისი ახალგაზრდებისთვის ბრუკლინის სტილის გასართობ ცენტრად იქცა და ქვეყანა ცნობილი გახდა ელექტრონული მუსიკის მოყვარულებისთვის. "საქართველო მზად არის მოთხილამურეებისათვის და სნოუბორდის მოყვარულებისთვის ზამთრის ტურისტული მიმართულების ახალ ცენტრად იქცეს. ზამთრის სპორტის მოყვარულებს საქართველოში კავკასიონის მთების ხელშეუხებელი რელიეფი იზიდავთ", - წერს ჯენ მერფი.