loader

"ქველმოქმედებითა და სიკეთით დავძლიოთ ყველა გამოწვევა!" - გიორგი მარგველაშვილის საახალწლო მილოცვა - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

"ქველმოქმედებითა და სიკეთით დავძლიოთ ყველა გამოწვევა!" - გიორგი მარგველაშვილის საახალწლო მილოცვა

საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა საქართველოს მოსახლეობას ახალი წელი პრეზიდენტის სასახლიდან ქველმოქმედ ადამიანებთან ერთად მიულოცა.
"ჩემო თანამემამულენო, ქვეყნის შიგნით და ქვეყნის გარეთ, ოკუპირებულ ტერიტორიებზე. ჩვენო მშობლებო, შვილებო, დებო და ძმებო, ჩემი ქვეყნის საამაყო ჯარისკაცებო მინდა მოგილოცოთ ახალი წელი!...

გილოცავთ ახალ, 2017 წელს!" - აღნიშნა საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა საახალწლო მიმართვაში.
გიორგი მარგველაშვილმა პრეზიდენტის სასახლეში საახალწლო მიღებაზე საქართველოში ქველმოქმედ ადამიანებს, საქველმოქმედო ფონდების წარმომადგენლებს, ქველმოქმედ ბიზნესმენებს და სოციალურ საკითხებზე მომუშავე არასამთავრობო სექტორს უმასპინძლა, რომლებიც სხვადასხვა სოციალური საჭიროებების მქონე პირებს ეხმარებიან.
საქართველოს პრეზიდენტმა მადლობა გადაუხადა მათ იმ უანგარო საქმიანობისათვის, რომელსაც ეწევიან და მომავალ წელს წარმატებები უსურვა.