თბილისში სნაიპერმა, მე-16 სართულის აივანზე რუსეთის მოქალაქე მოკლა
ქავთარაძის ქუჩაზე გარდაცვლილი პიროვნება სავარაუდოდ რუსეთის მოქალაქეა. გავრცელებული ინფორმაციით, ის მე-16 სართულის აივანზე იმყოფებოდა, როდესაც გასროლა მოხდა. სავარაუდოდ, შსს მუშაობს ვერსიაზე, რომ გასროლა სნაიპერმა განახორციელა. გავრცელებული ინფორმაციით, ამ დროს გარდაცვლილი ბინაში მეგობართან ერთად იმყოფებოდა, მომხდარზე გამოძიება 108-ე და 236-ე მუხლებით მიმდინარეობს, რაც განზრახ მკვლელობასა და იარაღის უკანონო შეძენა-შენახვა-ტარებას გულისხმობს. ადგილზე მუშაობდნენ ექსპერტ-კრიმინალისტები. მოხდა ავტო ფარეხების და ტერიტორიის მთლიანი პერიმეტრის დათვალიერება.