loader

ბილიარდი, ფილმები და FACEBOOK - რითი არიან დაკავებულნი პარლამენტარები წინასაახალწლოდ - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

ბილიარდი, ფილმები და FACEBOOK - რითი არიან დაკავებულნი პარლამენტარები წინასაახალწლოდ

ვიდეოკამერებმა და ჟურნალისტებმა ქართველი დეპუტატები პარლამენტში დღეს უჩვეულო სიტუაციებში დააფიქსირეს. საკანონმდებლო საქმიანობის მაგივრად, დეპუტატები წინასაახალწლოდ ანდროიდებით ბილიარდის თამაშით, სოციალურ ქსელ "ფეისბუკში" სქროლვითა და ფილმების ყურებით არიან დაკავებულნი. მაგალითისთვის, კამერებმა "ქართული ოცნების" დეპუტატი კობა კობალაძე დააფიქსირეს, რომელიც საკუთარ ტელეფონში პარლამენტში სხდომის დროს ფილმს უყურებდა. დეპუტატ კახა ოქრიაშვილს კი სესიის დროს ჩასთვლიმა.