loader

როგორ ემზადება საქართველო ვიზალიბერალიზაციისთვის - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

როგორ ემზადება საქართველო ვიზალიბერალიზაციისთვის

საქართველო ვიზალიბერალიზაციისთვის ემზადება. ხელისუფლება ამ საკითხზე მოქალაქეების ინფორმირებისთვის არასამთავრობო სექტორისა და ასევე, ეკლესიის წარმომადგენელთა ჩართულობას აუცილებლად მიიჩნევს. ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრი აცხადებს, რომ აუცილებელია ცნობიერების ამაღლება და სახელმწიფომ ყველაფერი უნდა გააკეთოს, რათა საზოგადოება მაქსიმალურად იყოს ინფორმირებული იმის შესახებ, თუ რა პროცედურების გავლა მოუწევთ და რა არ უნდა გააკეთონ. საგარეო უწყების მინისტრი კი მიიჩნევს, რომ კონკრეტული თარიღების დასახელება ამჯერად მიზანშეწონილი არ არის.