loader

საზარელი ავარიის ადგილი ურეკში, სადაც ტრაილერისა და "ოპელის" შეჯახებას 4 ადამიანი ემსხვერპლა - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

საზარელი ავარიის ადგილი ურეკში, სადაც ტრაილერისა და "ოპელის" შეჯახებას 4 ადამიანი ემსხვერპლა

ურეკში მომხდარ ავტოსაგზაო შემთხვევას ოთხი ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა, ერთი კი მძიმედ დაშავდა. ოთხივე გარდაცვლილი სოფელ წვერმაღალას მკვიდრია. ავარიის შედეგად დაშავებული თბილისში, ინგოროყვას კლინიკაში გადმოიყვანეს. ერთმანეთს საპირისპირო მიმართულებით მიმავალი "ოპელის" მარკის მსუბუქი ავტომობილი და ტრაილერი შეეჯახნენ.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, მიმდინარეობს გამოძიება 276-ე მუხლის მე-7 ნაწილით, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს, რამაც ორი ან მეტი ადამიანის გარდაცვალება გამოიწვია.