"მე დავინახე ხალხი სატვირთო მანქანის ქვეშ" - თვითმხილველი ბერლინში მომხდარი ტრაგედიის დეტალებს ჰყვება
ბერლინის პოლიცია საშობაო ბაზრობაზე სატვირთო ავტომანქანის შევარდნის შედეგად, სულ მცირე, 12 გარდაცვლილის შესახებ იუწყება. დაშავებულია 50 ადამიანი.
ტრაგედიის ადგილას, ტერაქტის მომენტში იმყოფებოდა გერმანული გამოცემის რედაქტორი ჯან ჰოლიცერი, რომელიც მომხდარის შესახებ მაყურებელს უყვება. ის აცხადებს, რომ ხედავდა, როგორ გადაუარა სატვირთომ ადამიანებს.
"გავიგე საშინელი ხმაური და გავემართე საშობაო ბაზრისკენ, სადაც ქაოსი იყო. იქ იყო უამრავი დაჭრილი ადამიანი.
ეს მართლაც საშინელება იყო... მე დავინახე ხალხი სატვირთო მანქანის ქვეშ", - იხსენებს ტრაგედიის დეტალებს ჰოლიცერი.